რა არის მარგი?

„მარგის“ დაბალკალორიული, ბუნებრივი, მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი საკვები პროდუქტებია. ეს პროდუქტები მარცვლეულში, კერძოდ კი, ხორბლის ქერქში არსებულ მცენარეულ ბოჭკოებს შეიცავს. ცნობილია, რომ ხორბლის მარცვალი მცენარეული ბოჭკოებით ყველაზე მდიდარი პროდუქტია. შედარებისათვის, 100გ ხორბლის მარცვალის ქერქი 43გ ბოჭკოს შეიცავს, 100გ ბრინჯის მარცვალის ქერქი - 21გ, ჭვავის – 17გ, ხოლო შვრიის - 15გ ბოჭკოს, რაც თვალნათლივ მიუთითებს საკვებში მცენარეული ბოჭკოს წყაროდ ხორბალის უპირატესობაზე.

დაუმუშავებელი ხორბლის ქერქი (ქატო) ბუნებრივი მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი, მაგრამ ძალიან უხეში და ჰიდროფობული პროდუქტია. დაუმუშავებელ ქატოს ლორწოვან გარსზე გამოხატული გამაღიზიანებელი მოქმედება აქვს და უკუნაჩვენებია კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს. იგი შეიძლება თვითონ გახდეს დაავადების განვითარების მიზეზი, ან ხელი შეუწყოს არსებული დაავადების გამწვავებას.

„მარგის“ პროდუქტებში შემავალი ხორბლის ქერქი სამედიცინო მეცნიერებაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური მოდელით მუშავდება, რომელიც ადამიანის ორგანიზმის მიერ საკვების მონელების პროცესის მსგავსია. თავდაპირველად უხეში უჯრედისით მდიდარი ხორბლის ქერქი ორიგინალური კონსტრუქციის დანადგარზე ეტაპობრივად მუშავდება მექნიკურად და ოპტიმალური კონსისტენციის ფქვილის სახეს იღებს. მექანიკური დამუშავების დროს, დისპერგირებასთან ერთად, უხეში ჰიდროფობული აპკით დაფარული ხორბლის ქერქი რბილდება და ჰიდროფილური ხდება.

შემდეგ ეტაპზე ხდება უკვე დისპერგირებული, დარბილებული, ფქვილის კონსისტენციის მქონე ხორბლის ქერქის ადამიანისთვის ოპტიმალური პH-ის მქონე სითხით გაჯირჯვება და მჟავე გარემოთი დამუშავება. მჟავე გარემოს შექმნა ძმრით ხდება, რაც კვების ტექნოლოგიაში მიღებული და აღიარებული მეთოდია.

მიღებული ნაფქვავი შედის „მარგის“ ყველა პროდუქტის შემადგენლობაში:

პური „მარგი“

ქართული მიუსლი „მარგი“

ფარში „მარგი“

პური „მარგი“ ხორბლის ქერქის ნაფქვავი პროდუქტის ბაზაზე ჩვენს მიერ მოწოდებული ორიგინალური ტექნოლოგიით მზადდება, და არ არღვევს პურის მომზადების ტრადიციული, კლასიკური მეთოდის პრონციპებს. უფრო მეტიც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ “პური XXI საუკუნეში ასეთი უნდა იყოს”.

ქართული მიუსლი “მარგი“ და ფარში “მარგი” ორიგინალური კომბინაციებია. მათში შემავალი ყველა კომპონენტი ასევე ჩვენს მიერ მოწოდებული ტექნოლოგიებითაა დამუშავებული.

„მარგის“ პროდუქტები შესწავლილია და შედეგები გამოქვეყნებულია, ტექნოლოგია დაპატენტებულია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) და ხუთ ქვეყანაში.

ყველა ამ საკვებზე გაცემულია „მეწარმე სუბიექტის სტანდარტები“, რაც ადასტურებს, რომ ისინი აკმაყოფილებენ ამ სახის პროდუქტებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას.

ყველა სტანდარტში მითითებულია, რომ „მარგი“ განკუთვნილია ფართო მოხმარებისთვის და ამავე დროს წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს ჯანსაღი კვების, მრავალი დაავადების პრევენციისა და მკურნალობისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე „მარგი“ აღიარებულია, როგორც “ჯანსაღი საკვები ყველასთვის”, რადგანაც სხვა ანალოგიური პროდუქტებისგან განსხვავებით არ აქვს წინააღმდეგჩვენებები, გვერდითი მოვლენები და შეუზღუდავი რაოდენობით და ვადით შეიძლიება მიიღონ როგორც ჯანმრთელებმა, ისე ავადმყოფებმა.




video

video
  • „მარგი“ - ჯანსაღი საკვები ყველასთვის
  • რატომ არის სასარგებლო „მარგი“?
  • ვინ არის „მარგის“ მომხმარებელი?
  • „მარგი“ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  • „მარგი“ და დიაბეტი
  • „მარგი“ და სიმსუქნე
  • „მარგი“ და კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები
  • „მარგი“ და ყაბზობა
  • “მარგი” და ორსულობა
  • „მარგი“ და სიმსივნეები
  • „მარგი“ და იმუნური ფუნქცია
  • „მარგი“ - პროდუქტი ყველასთვის
  • პური „მარგი“
  • ქართული მიუსლი ,,მარგი”

აგური ,,მარგი”

ლავაში ,,მარგი”

ბატონი ,,მარგი”

შემადგენლობა:


ფქვილი I ხარისხის, ხორბლისა და ხორბლის ქერქისგან ორიგინალური ტექნოლოგიით დამზადებული კვებითი დანამატი ,,მარგი”, საფუარი, მარილი, წყალი.


450 გ

მასა ნეტო

100 გ. პურში:


მცენარეული ბოჭკოები 9.4 გ
ნახშირწყლები 36.06გ
ცხიმები 0.94გ
ცილები 6.41გ
კილოკალორია 172


  • პური „მარგი“
  • ქართული მიუსლი „მარგი“